სკოლა დაარსდა 1938 წელს. სკოლამ მრავალწლიანი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. იყო ვაჟთა მე-9 საშუალო სკოლა, ა/კ რკინიგზის N2 საშუალო სკოლა, თბილისის N74 საშუალო სკოლა, 2005 წლიდან სსიპ ქალაქ თბილისის N74 საჯარო სკოლა.

მიუხედავად შენობის სიძველისა, სკოლაში მყუდრო და კომფორტული გარემოა. აქვს ღია და დახურული სპორტული მოედანი, სასწავლო ლაბორატორიები, ბილიოთეკა, თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო და სასწავლო საშუალებები. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში. მიმდინარე სასწავლო წელს სწავლობს 638 მოსწავლე, გაიხსნა 22 ფინანსური კლასი.

სკოლაში ასწავლის 42 მასწავლებელი, რომელთაგან 16 სერთიფიცირებულია.